რეზონანსი
08.07.2019

 ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მძღოლის დასაკავებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×