რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ღირსების მარშის ჩატარებას მარტოც რომ დარჩეს არ დაუშვებს, ამასთან საპატრიარქოს მიმართავს და მოუწოდებს „ქუდზე კაცი" გამოიძახოს.

„ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, რომელსაც ისინი ქართველ ერს აყენებენ. გინდა ახალგაზრდები გამოიყვანეთ, გინდა სტუდენტები და გინდა სკოლის მოსწავლეები. სულ მარტო რომ დავრჩე, ამას არ დავუშვებ. 100 000 ადამიანი რომ შეიკრიბოთ, არ დავუშვებ გეიაღლუმს. ჩემი შვილების სიცოცხლეს, უფალს, იესო ქრისტეს გეფიცებით, არ დავუშვებ. მივმართავ საპატრიარქოს გააკეთოს საგანგებო განცხადება და ქუდზე კაცი გამოიძახოს ერის ღირსების დასაცავად", - ამბობს ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×