(რეზონანსი) 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მხატვარი, გია ბუღაძე ეხმაურება.
გია ბუღაძის თქმით, მოსახლეობის აღშფოთება არა ქვეყანაში არსებულმა სიღარიბემ, არამედ რუსი პოლიტიკოსის დანახვამ გამოიწვია.
„ფულიანი ადამიანი პოლიტიკაში უბედურებაა, პირდაპირი გაგებით, იმიტომ, რომ რეალურად ის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის, რომ დაიცვას თავისი საშუალებები," - განაცხადა ბუღაძემ „არჩევანის" ეთერში.
გია ბუღაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სამაგალითო დასჯა მიმდინარეობს.
"ამის მიღმა დიდ პროვოკაციას ვხედავ, რომელშიც ჩართულია ბიძინა და მთელი ეს კლანი," - დასძინა მხატვარმა.