რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) შეკვეთილში, ერთ-ერთმა აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც მან განაცხადა, შიმშილობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ გააგრძელებს.

„შიმშილობა დაწყების შემდეგ, რამდენჯერმე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადამიყვანა. მედიკოსები მირჩევდნენ, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ ვუერთდებოდი ჩემს მეგობრებს. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და გამოვეთიშე აქციას, თუმცა როგორც კი გამოვკეთდები, მივალ და დავიწყებ შიმშილობას,"-განაცხადა ხათუნა ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან".

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-13 დღეა რამდენიმე პირი შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით შიმშილობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×