რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) 50 ხმით ხუთის წინააღმდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღეს.

26-პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. რეზოლუციის პროექტში რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაა დაგმობილი.

რეზოლუციის პროექტი ასევე მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენით სწავლების აკრძალვას.

რეზოლუციის პროექტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს გმობს.

რეზოლუციის პროექტი, რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×