რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) ნაგოია ბაშოს პირველ დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ენდოსთან დამარცხდა.

ენდოსთან ტოჩინოშინს ბალანსი 4:5-ზე ჰქონდა, სამწუხაროდ ლევანმა ბალანსის გათანაბრება ვერ მოახერხა და ენდოსთან შეხვედრა უვატიდაშინაგეს ილეთით დათმო.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი - 6:7-ზე აქვს.

ჯურიო დივიზიონში საკუთარი შეხვედრა დათმო დასავლეთის მეორე ნომერმა გაგამარუმ, რომელსაც იშიურამ ჰენკათი სძლია. თეიმურაზ ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე აზუმარიუ იქნება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი - 2:2-ზე აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×