რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა განაცხადა.

„საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით, ესტუმრეთ საქართველოს, ვინც არ ყოფილხართ ჯერ", - განაცხადა პრიჩარდმა.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომხსნებლები იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

საიუბილეო ღონისძიებას ამერიკის, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების პარლამენტარები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×