რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მივიდნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, რომ თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მათივე თქმით, ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები არ შეწყდება.

„თავისუფლების მარშის" მონაწილეები დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ წავიდნენ. მათ პარტიების "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე საპტოტესტო აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს მოთხოვნით, დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

IPN

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×