რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) "საქართველო არასდროს არ დანებდება არც უცხოელ ოკუპანტს და არც შინაურ ოკუპანტს. როგორადაც გადაგვექცა საკუთარი ხელისუფლება," - ასე მიმართა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

მშვილდაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

„თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება," - განაცხადა მშვილდაძემ.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეები ამ ფორმით "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის საკუთარი მოთხოვნების ახლოდან შეხსენებას გეგმავენ.

„20 ივნისს, აქ, რუსთაველის გამზირზე, დაღვრილი სისხლის კვალი ბიძინა ივანიშვილთან მიდის და ვერ ავიტანთ, რომ შს მინისტრად რჩებოდეს ადამიანი, რომელმაც გაუფრთხილებად დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლა, გაუფრთხილებად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, პოლიციის კანონის დარღვევით გამოიყენა რეზინის ტყვიები და მიბჯენით სახეში ესროლეს ადამიანებს, რომელთაგანაც არავითარი საფრთხე არ მომდინარეობდა," - განაცხადა მშვილდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×