(რეზონანსი) "თავისუფლების მარშს", რომელიც რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმართულებით გაიმართება, პარტიები "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდებიან. როგორც მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა,მათი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.
ამ წუთებში კი აქციის ორგანიზატორები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან.
„დღეს, როგორც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, იმართება "თავისუფლების მარში". მსვლელობა გაიმართება ბიძინა ივანიშვილის სახლთან, იმისთვის, რომ მან კარგად გაიგოს რა არის ხალხის მოთხოვნა და პოზიცია. კერძოდ, ძალიან სამართლიანი მოთხოვნაა - გახარიას გადადგომა და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ პროტესტი სადმე გაქრება", - განაცხადა ხოშტარიამ.