რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი გენადი ონიშჩენკო ქართველებისგან ძეგლის დადგმას მოითხოვს.

ონიშჩენკო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი შემსრულებელი იყო, ახლა რუსეთის დუმის დეპუტატია და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი რუსეთის მხრიდან, საქართველოს კიდევ უფრო მკაცრად დასჯას მოითხოვს.

დუმის დეპუტატის თქმით, რუსეთმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც, პროდუქციის ხარისხის მიუხედავად, ფედერაციას ექნება უფლება საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე სხვა ქვეყანას იმპორტი აუკრძალოს.

„თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან მე შევინარჩუნე თქვენი მეღვინეობის ეროვნული კულტურა. რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი," - განაცხადა ონიშჩენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×