რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ რადას რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრაცია შეუნარჩუნა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტია 29 ივნისს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაარეგისტრირა.

სააკაშვილის პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით უკრაინის პენსიონერთა პარტია ითხოვდა. სასამართლომ ამ სარჩელზე მათ უარი უთხრა.

მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა" 88 კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული მრავალმანდატიან ოლქში (პროპორციული არჩევნები) ხოლო 9 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარები).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×