რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

მარად შავაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„112 -ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას უტარდება სათანადო გამოკვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მე-12 დღეა მიმდინარეობს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×