რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) რუსული დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფებოდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოის განცხადებით  არასდროს იქნება საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი.

„რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც თქვენი ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება,“ - განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×