რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) ძლიერ ხანძარს ებრძვიან საბერძნეთში. კუნძულ ევბეაზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

მეხანძრეები კუნძულზე ერთდროულად ოთხ ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ადგლზე მობილიზებულია 255 მეხანძრე, 100 სახანძარო მანქანა და 4 ვერტმფრენი.

სტიქიის ლოკალიზებას ხელს მაღალი ტემპერატურა უშლის. 

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 64 წლის კაცი დააკავა. მან თავის ეზოში ბალახს ცეცხლი მოუკიდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამან შესაძლოა, ტყის ხანძრის პროვოცირება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×