რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულ მონაწილეებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, ახალგაზრდები უკანონოდ არიან დაპატიმრებულები.

„ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ის 20 ივნისის ღამეს ქართველმა ხალხმა დაამთავრა და გადავიდა მოსკოვის დავალებით რეპრესიებზე. სახეზე გვყავს უკვე 4 პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ მივმართეთ მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გამოგვიცხადონ სოლიდარობა, რათა ოთხივე ახალგაზრდა სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული იქიდან, სადაც იმყოფებიან უკანონოდ. ეს ზეპოლიტიკური მოტივაციაა. არც ერთ ხალგაზრდას იქ პოლიტიკური დანაშაული არ ჩაუდენია და არც არანაირი დანაშაული“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×