რეზონანსი
06.07.2019

(რეზონანსი) გვიან ღამით  თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შეიჭრნენ. ამ დროისთვის უზნაძის #49ა-ში 19 ოჯახი იმყოფება. მათი ნაწილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არის.

დევნილები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა, რომელსაც უკვე 27 წელია ელოდებიან.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკაში შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება დაწყებულია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში დევნილებს შეუძლიათ დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×