რეზონანსი
06.07.2019

 (რეზონანსი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ძუ მგელი მოკლეს, რომელიც ფერმერებს აზარალებდა. 

29 წლის მონადირემ, ნუგზარ კუკულაძემ მტაცებელი კუთვნილ ფერმასთან მოკლა,  მისი თქმით ეს მგლების შმოსევის პირველი შმთხვევა არ არის:

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტაცებელი ჩემს ფერმას მოადგა. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი საქონელი დამიგლიჯა, 2 ბინას მიყიდდა ბათუმში. ორი დღე ვყარაულობდი, და საღამოს 5 საათისთვის გამოჩნდა. მგელი საკმაოდ ჭკვიანი ცხოველია და მასთან სიფრთხილეა საჭირო. როცა დავინახე, მეორე მხრიდან მოვუარე, რათა ახლოს მივსულიყავი. სათოფეზე კი მივუახლოვდი და ტყვიაც დავახალე. ძუ მგელი აღმოჩნდა, ალბათ, ლეკვებიც ეყოლება სადმე“ _ გვითხრა მონადირემ.

მისივე თქმით, ლანჩხუთში 11 მონადირეს აქვს აღებული სპეციალური ნებართვა, რომელიც მგლის მოკვლის უფლებას იძლევა, თითოეულ მათგანს კი 7-ის მონადირება შეუძლია.

„ყველა შეწუხებულები ვართ. ჩემს გვერდით ფერმაზე ისევ გამოჩნდა ნადირი წუხელ გვიან და ძროხა შეუჭამა. საკმაოდ არის მომრავლებული,. მგელს წესი აქვს, რომ მარტო არ დადის ხოლმე და ეტყობა ჩემს მიერ მოკლულთან ერთად სხვაც იყო.“_ გვითხრა ნუგზარ კუკულაძემ.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×