რეზონანსი
06.07.2019

 ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი ნანა ნადირაძის შესახებ წერს, რომელიც უდიდეს სიდუხჭირეში გარდაიცვალა. მისმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.

"ნანა ნადირაძე გაზეთ "თბილისის" განათლებული და კარგი ჟურნალისტი იყო თავის დროზე.

ბელინსკის ქუჩაზე განთავსებული უზარმაზარი გამომცემლობის ერთი დიდი სართული ეკავა გაზეთ “თბილისის” რედაქციას. 24–მდე ოთახით და თითოეულში სამი-ოთხი სამუშაო მაგიდა მაინც იდგა.

რედაქციაში ყველა ერთმანეთს იცნობდა (სკოლის ასაკში მქონდა ხშირი შეხება და კარგად მახსოვს). როგორ არ ეყოლებოდა მას ვინმე და სად გაქრნენ მისი თანამედროვეები: თანამშომლები, ნათესავები, მეგობრები (57 წლის ასაკში გარდაიცვალა).

ამ სირცხვილს არაფერი ჩამოგვრეცხს, მაგრამ ერთი გადაცემა მაინც მიეძღვნას მის ხსოვნას. ავტობიოგრაფია მოვიძიოთ, გავიხსენოთ, ვიმსჯელოთ თუ რატომ დარჩა ერთ დროს ასე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი დაუცველი და მიუსაფარი….

უმძიმესია დღევანდელი ცხოვრება მათთვის, ვინც სახელმწიფომ მიატოვა უმწეო მდგომარეობაშიო, ესეც დაიწერა, მაგრამ მარტო სახელმწიფო არ მგონია, იყოს დამნაშავე ამ დიდ ტრაგედიაში…

რთული ხასიათი ჰქონდაო, მწერს ახოლობელი. სახლში არავის უშვებდაო, მაგრამ ვფიქრობ, შველა მაინც შეიძლებოდა. გულგრილი გახდა საზოგადოება”, – წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×