რეზონანსი
06.07.2019

 “მორჩა კინო! ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის მოსალოდნელ განაჩენს ადეკვატურად აფასებს! დიახ, ტელევიზია კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს! "რ2"-ის ტელებორდელი ბოლო დღეებს ითვლის!”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი გიორგი გიგაური, “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომელშიც ის ამბობს:

”ხელისუფლება აპირებს  ნებისმიერი ფორმით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას და არხის ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებას.”

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი2”-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამ დროისთვის ქართული სასამართლო ინსტანციების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, დროებით შეჩერდა.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×