რეზონანსი
05.07.2019

  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბესიკ თამლიანის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 225 მუხლით აქვს წარდგენილი. კერძოდ, მას ბრალად ჯგუფური ძალადობა, რბევა, იარაღის გამოყენება, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მასზე თავდასხმა ედება. ადვოკატის თქმით, ამ დრომდე მისთვის არცერთი მტკიცებულება არ გადაუციათ. მისივე განმარტებით, მტკიცებულებები ძირითადად პოლიციელის ჩვენებებს ეფუძნება.

"ამ დროისთვის ერთ-ერთი მტკიცებულება ის ვიდეოფირია, სადაც ფარზე გარკვეულ ზემოქმედებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახდენს"- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დაკავებულები არიან ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი და კახაბერ კუპრეიშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×