რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინა.

უწყების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ისინი მოქალაქეებს აშინებდნენ, ოჯახის წევრებისა და შვილიშვილების მოკვლით ემუქრებოდნენ, ფულს და ქონებას სძალავდნენ.

ციხეში წარედგინა ბრალი ქურდული სამყაროს წევრს, მეტსახელად „ლერის", რომელიც კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს" (იგივე „ობშიაკს") და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან.

ობშიაკის მოგროვებასა და ლავასოღლისთვის გაგზავნაში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×