რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) თურქეთის სამხრეთში, პროვინცია ჰატაის ქალაქ რეიჰანლიში ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ისინი სირიის მოქალაქეები იყვნენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა კავშირში იყოს ტერორიზმთან. ქალაქი რეიჰანლი სირიის საზღვართან მდებარეობს, ძირითადი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან 5 კილომეტრში. ამ ქალაქშიც და მთლიანად ჰატაის პროვინციაშიც უამრავი სირიელი ლტოლვილია.

წინა წლებში ორი სერიოზული თავდასხმა განხორციელდა რეიჰანლიში სირიელების და სირიაში გადასული თურქული ექსტრემისტული ჯგუფების მონაწილეობით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×