რეზონანსი
05.07.2019

  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის ოზურგეთიდან ქუთაისში მრავლობითი მოტეხილობით რეანომობილით გადაიყვანეს.

ბიძამ ტრაქტორით ძმისშვილები სასეირნოდ წაიყვანა და უბედური შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.

„ძიმითის თემში შედის სოფელი კოხა და სწორედ იქ მოხდა ეს უბედურება. გვარჯალაძეების ოჯახია. ძმების ცხოვრობენ ერთად და უცოლო ბიძამ გადაწყვიტა ძმისშვილების გასეირნება, სავარაუდოდ მდინარე სუფსაზე მიჰყავდა ბავშვები რა დროსაც ტრაქტორს საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა. ამ დროს ერთ ერთი, 5 წლის ბავშვი ტრაქტორიდან გადმოვარდა და ძალიან მძიმედ დაშავდა",- უთხრა 1პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა.

წყაროს ცნობით, ტრაქტორში მსხდომ სხვა პირებს, რომელთა შორის კიდევ ორი ბავშვი იყო, დაზიანებები არ აღენიშნებათ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×