რეზონანსი
05.07.2019

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „112"-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან ალაფიშვილის და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

კონსტიტუციური სარჩელში საუბარი იყო, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ „112"-ის საფასურის განსხვავებული ტარიფი დისკრიმინაციული იყო.

სადავო ნორმების თანახმად, სატელეფონო აბონენტები იხდიდნენ „112"-ის მომსახურების საფასურს, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის - 0.50 ლარს.

ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მიუხედავად, სასამართლომ იმ მოტივით, რომ „112" დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×