რეზონანსი
05.07.2019

  განთლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მიხეილ გიორგაძის გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, - მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×