რეზონანსი
05.07.2019

  თელავის სასტუმროებში, რუს ტურისტებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ზარალი დიდი არ არის.

ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონის, არჩილ ხომასურიძის ინფორმაციით, გასულ თვეში რუსი ტურისტების შვიდი ჯავშანი იყო, რომელიც მათ არ მოუხსნიათ და სრულად გამოიყენეს.

„შვიდი რუსი ტურისტი გვყავდა გასულ თვეს, ამ თვეში პოლონელებისა და უკრაინელების სიმრავლეა, ვფიქრობ, რომ ზარალი მნიშვნელოვანი არ იქნება", - თქვა ხომასურიძემ „პრაიმტაიმთან".

მიმდინარე სეზონზე თელავის ისტორიულ ნაწილში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება.

 

წყარო:პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×