რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) „მინდა ყველას მოვუწოდო - საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

აჭარის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შეხვდა.

ზურაბიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნული რეგიონის ტურისტული პოტენციალი განიხილეს.

„აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ არის ძალიან მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×