რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) მხოლოდ შენიშვნით და შეშფოთებით შემოიფარგლებიან პოლიციელების და კანონდამრღვევი სახელმწიფო მოხელეების მიმართ და უბრალო ადამიანს, ელემენტარული ემოციის გამოხატვისთვის შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმამ გიორგი ბუდაღაშვილმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, მისი ძმა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

"ზურა ვერ ეგუებოდა ვერასდროს უსამართლობას და განუკითხაობას. არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ერთი დაშავებული ადამიანი მაჩვენონ, ვინც ზურასგან დაზარალდა, ვისაც ზურამ რამე დაუშავა. მე კი ვაჩვენებ უამრავ ადამიანს ვინც დაზარალდა მათი ხელით ჩემს საახლობლოში, შორს არ წავალ. ეს არის შერჩევითი სამართალი, მე არავისი არ მშურს და არავის თავისუფლებით არ ვიბოღმები და რადგან სხვები გამოუშვეს და ჩემი ძმა დაჭერილია, არ ვიბოღმები ამის გამო. ადამიანები, რომლებსაც გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ვიცით ხალხმაც, ისინი ერთ საათში გარეთ გამოდიან. მხოლოდ შენიშვნით და შეშფოთებით შემოიფარგლებიან პოლიციელების და კანონდამრღვევი სახელმწიფო მოხელეების მიმართ და უბრალო ადამიანს, ელემენტარული ემოციის გამოხატვისთვის შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ", - აღნიშნა გიორგი ბუდაღაშვილმა.

დაკავებულის ძმა ყველას თანადგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილს საზოგადოების დახმარება და თანადგომა ჭირდება, რათა უდანაშაულო ადამიანი არ დაისაჯოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×