რეზონანსი
05.07.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთში, სოფელ ძიმიშთი ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა. „გურიის მოამბის" ინფორმაციით, მდინარეზე მისვლამდე მძღოლმა ტრაქტორის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, როცა ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა.

როგორც ადგილობრივი ამბობს, ერთ-ერთ ბავშვს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენები კი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"ორი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ერთი მგონი წელს უნდა შესულიყო სკოლაში, ეს არის ყველაზე პატარა ასაკით და მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მართვით სუნთქვაზეა ეს პატარა თურმე. ასეთი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახი ჩემს სოფელში სხვა არ მეგულება", - თქვა ადგილობრივმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×