რეზონანსი
05.07.2019

სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა. გოგონას დედა, შვილს ემოციურ ნახატებს და წერილებს უძღვნის. როგორც ლანა ნიკოლეიშვილი ამბობს, მას ცხოვრებაში არ დაუხატავს, ეს დღეები კი მხოლოდ გარდაცვლილი შვილისთვის ხატავდა.

"ჩემო სკვინჩავ, დედაშენს ფუნჯი რომ არასოდეს აუღია ხელში, ეს 40 დღე შენთვის ხატავდა.  16 ნახატი გაჩუქე, ეს კი განსაკუთრებულად შენია... სკვინჩაა დე, ნეტა თუ იცოდი ამ ჩიტის სახელმოზიარე რომ მყავდი... დღეს უნდა გამიფრინდე ჩემო სკვინჩავ ... დღეს უნდა დამტოვო. თან მწყინს, თან შენს შვებაზე და ხსნაზე ვფიქრობ, ასე მგონია იმ დასაქცევ წყალში ხარ და იტანჯები დეო... დღეს იქნებ გათავისუფლდე... იქნებ რომელიმე ჩიტად მომიფრინდე, თუნდაც სკვინჩად, დეო..." - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის სოფი ლაგოდეხში, ექსკურსიისას გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×