რეზონანსი
05.07.2019

9 წლის რუსთაველი გოგონა ქრისტი ქრისტესიაშვილი მწვავე ლეიკემიით გარდაიცვალა. ბავშვი რამდენიმე დღის წინ მშობლებთან ერთად ლაგოდეხში იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. ოჯახის ახლობლების თქმით, სისხლდენა უკვე დაწყებული იყო, ამიტომ ლაგოდეხიდან მალევე რეანომობილით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს რამდენიმე დღე დაბალი სიცხე ჰქონდა. ქრისტი ქრისტესიაშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში 29 ივნისს შეიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, 2 ივლისს კი გარდაიცვალა.

#5 საჯარო სკოლის დირექტორის არსენ დემეტრაშვილის თქმით, გოგონა სკოლაში აქტივობებით გამოირჩეოდა. "ძალიან მხიარული ბავშვი იყო, უყვარდა ხატვა და მოეწყო მისი ნახატების გამოფენაც. ყველანი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" არსენ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×