რეზონანსი
04.07.2019

 

რუსმა პოლიციელებმა მოსკოვში საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცეს, რომელზეც დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ფულადი სახსრების გათეთრების ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული. „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა.

„ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია აქტიური დაჯგუფების 21 აქტიური მონაწილე, რომელსაც ფიგურანტი მეთაურობდა. გარდა ამისა, ამოღებულია იარაღი, მიტაცებული ქონება და დაახლოებით 60 ათასი ევრო, რომელიც აღნიშნულ კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდა" , - განაცხადეს რუსეთის შსს-ში.

ბროიანი მოსკოვის მახლობლად, რეუტოვში 2018 წლის აპრილში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×