რეზონანსი
04.07.2019

  ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა ჩვენი ტერიტორია, - ამის შესახებ "ინტერპრესსნიუსს" საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ განუცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისს საზოგადოება არა რუსი ხალხის, არამედ რუსი კომუნისტი პოლიტიკოსის ვიზიტის ფორმას აპროტესტებდა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას, რომლებმაც ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს თვალები დათხარა და თითი დაუქნია, ხალხი არაფერს აპატიებს.

"მე რუსი ხალხის მიმართ არასდროს მქონია პროტესტი, პირიქით, ბევრი რუსი მეგობარი მყავს და რუსულ კულტურას, ხელოვნებას პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს ბევრი რუსი ადამიანი, მაგრამ აქ პოლიტიკაა, რომელმაც ჩვენ დაგვღუპა, წაგვართვა ჩვენი ტერიტორია, როდესაც ადამიანი ითხოვს - არა რუსი კომუნისტი საკანონმდებლო ორგანოში! - მას თვალი არ უნდა დათხარო, თითი არ უნდა დაუქნიო და არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამას გაპატიებენ", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×