რეზონანსი
04.07.2019

  „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის თქმით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ამის შესახებ ბარამიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა. ბარამიძემ დაკავებულის ვინაობა ვერ დააკონკრეტა.

პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირის დაკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×