რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) "წადით "ნაცებიც" და "ქოცებიც" და ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, თორემ უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ქართველები ერთმანეთს ვეტაკებით რუსის გამო!", - ამის შესახებ განცხადებას მოდეილი თეკლა ჩიჯავაძე აკეთება, რითაც 20 ივნისს აქციის დაშლას გამოეხმაურა.

"ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი შეურაცხყოფაა და გასაკვირი არცაა, რომ ხალხი გარეთ გამოვიდა. მომხდარის შემდეგ გავაანალიზე, რომ მთავრობა ისევ წარსულში გვაბრუნებს და ეს ძალა სასწრაფოდ არის შესაცვლელი. სირცხვილია,

ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო. 20 ივნისი ჩემთვის მძიმე გასახსენებელია. იქ ვიყავი, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ. შუა და უკანა რიგებში მდგარი ადამიანები ვერ ვაანალიზებდით, რატომ გვესროდა სპეცრაზმი გაზის შუშხუნებს, რადგან ჩვენ წინა რიგებში მომხდარ გაწევ-გამოწევაში არ ვმონაწილეობდით, ვიდექით მშვიდობიანად. მთავრობამ კი არ დაგვინდო", - ამბობს მოდელი „გზასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×