რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) მეგონა, ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა, შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია - ეს განცხადება ,,გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

"როგორც იქნა ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გავატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევარდებით. 19-ში მაქვს უკანა ბილეთი, შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო. 28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარ მეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს. აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ".- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×