რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) მოსკოვში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. ბასმანის რაიონში 3 წლის ბიჭს, რომელიც საბავშვო მოედანზე თამაშობდა ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა და მიღებული ტრავმებისგან ადგილზე დაიღუპა.

რუსული მედიის ინფორმაციით შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ბავშვი ხის ქვემოდან თვითმხილველებმა გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძიება დაუდევრობის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ძლიერინ ქარის გამო 3 ივნისს რუსეთის დედაქალაქში 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×