რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) თვითმხილველები დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საზამთროს გამყიდველს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საზამთროს გამყიდველმა თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია და მამაკაცი დაჭრა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის ექსპერტ -კრიმინალისტები.

აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული, გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×