რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება 60-მდე პირმა მისცა.

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განმარტა, საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები და გამოიკითხნენ, როგორც მოწმეები ისე დაზარალებულები.

„საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასმიმართ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები. ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება მისცა 60-მდე პირმა", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×