რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) რუსული პროპაგანდისტული მედია RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი სოციალურ ქსელში ცნობილი რუსი პრანკერის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თბილისში აქციაზეა გადაღებული. 

ალექსეი სტოლიაროვი, რუსეთში ცნობილია პოლიტიკოსების დისკრედიტაციით. ის და მისი პარტნიორი ვოვანი (ვლადიმერ კუზნეცოვი) ურეკავენ ცნობილ პოლიტიკოსებს და თავს წარმოაჩენენ სხვა ადამიანებად, რათა პოლიტიკოსს ინფორმაცია გამოსტყუონ.

მათ ფართო წრეებში რუსული სპეცსამსახურების პროექტად განიხილავენ.

ლექსუსმა სიმონიანის მიერ გამოქვეყნებული ფოტო თავის გვერდზეც გააზიარა. ფოტოზე ჩანს, რომ ის თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა. ფოტოს ახლავს წარწერა: „საქართველოს პარლამენტთან. ჩიტო-გვრიტო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×