რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) გიგი უგულავა აცხადებს რომ გამოკითხვაზე მისვლა 8 ივლისიდან, ორშაბათიდან შეეძლება, რადგან მანამდე კოლეგებთან ერთად მივლინებით გერმანიაში მიემგზავრება.

"განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო; თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და არანაირი ბრძანება არ ჰქონიათ; სახეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება - განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად გამაგრდეს სიმართლე და ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა. რადგან ახლანდელი გამოძიების იმედი არ მაქვს, იმისთვის, რომ საზოგადოებამ ახლა თუ არა, მერე მაინც გაიგოს, მე ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას."- განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×