რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების თანახმად, დღეიდან თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა, მგზავრი დარღვევისთვის ხუთი ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება საურავს, რომელიც 30 დღის განმავლობაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მოქმედებს – ის შემცირდა და 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდა.

მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×