რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა გაბრაზებულმა აბიტურიენტმა სამი სახეობის დამამშვიდებელი მედიკამენტი დალია. ინფორმაციას ამის შესახებ Edu.aris.ge ავრცელებს.

აპლიკანტის თქმით, დღევანდელ გამოცდაზე დაძაბულობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო.

„ძალიან გაბრაზებული გამოვედი გამოცდიდან. ვეჭვობ, რამდენიმე ბავშვმა ჩემგან გადაიწერა. ახლა გეტყვით რაც ხდება. ხშირად ეთხოვებიან დამკვირვებელს და რომ გადიან გარეთ იყურებიან პასუხების ფურცელში და იმახსოვრებენ პასუხებს. უკან რომ ბრუნდებიან დამახსოვრებული პასუხებს ხაზავენ თავიანთ პასუხების ფურცელში. ეს არ შეიძლება. გამოცდაზე დათხოვნა უნდა აიკრძალოს“, – ამბობს აბიტურიენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×