რეზონანსი
04.07.2019

 (რეზონანსი) თამაზ ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და სოფელ ჭოპორტში მომხდარი შემთხვევის გამოძიებას მოითხოვს. როგორც ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭოპორტის მაცხოვრბელმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია:

„მავთულით ჩამოკიდა ეს ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

ძაღლი ქალბატონ ელენე ათაბეგაშვილმა წუხელ გვიან ჭოპორტიდან ჩამოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში.

დილით გვყავდა ვეტ-კლინიკა აიბოში. ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×