რეზონანსი
04.07.2019

 გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ ის და ბევრი საქართველოს მოქალაქე ივანიშვილმა მოატყუა, როცა 2012 წელს მხარი დაუჭირეს. ანზორ მელია ჰყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ნაციონალურ მოძრაობაში იყო, მან ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა, ახლა კი ნანობს და ივანიშვილს მიმართავს, თუ რატომ მოატყუა და რატომ დააპირისპირა საკუთარ შვილთან?

"ბატონო ბიძინა 2012 წელს ხომ გიჭერდით მხარს? რატომ მომატყუე ასე მწარედ, რატომ დამაპირისპირე ჩემს საკუთარ შვილთან, რომელის სიგიჟემდე მიყვარს? რატომ არ გაამართლე? რითი ვერ გაძეხი?..." - მიმართა ანზორ მელიამ ივანიშვილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×