რეზონანსი
04.07.2019

 ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დაიწვა დღეს კურგანის ოლქში მდებარე მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის დროს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ხატის აღდგენა შეუძლებელია. ხანძარი კონდიციონერის გადახურებით დაიწყო.

თქმულების მიხედვით, ხატი ამ ოლქში მდინარემ XVIII საუკუნეში მიიტანა და თანაც დინების საწინააღმდეგოდ. მაშინ იქ არსებული ეკლესია ხანძარმა 1770 წელს გაანადგურა. ცეცხლს მხოლოდ ეს ხატი გადაურჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×