რეზონანსი
04.07.2019

 ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე, სოციალური ქსელით, ქეთათო ჩარკვიანს ეხმიანება:

"ქეთათო ჩარკვიანმა - ქალმა თავისუფლებამ, მუსიკამ და პროგრესმა, რამე თქვა 20 ივნისის დარბევაზე?

მისი აწ უკვე გარდაცვლილი მეუღლის საავტორო უფლებებისთვის მებრძოლი ქვრივის ამპლუა გასაგებია, მაგრამ ეგეც არ მყავდეს იოკო ონო.

ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარი სადმე სხვადასხვა ვერსიით თუ გაიჟღერებს, მისგან უნდა აიღონ ნებართვა?

ისე კი ქეთათოს ბევრი მეგობარი შევნიშნე აქციაზე და სანამ ქოც-სააგენტოებს გაახარებს ეს ქვრივქალი, იქამდე მათ რომ უსაყვედუროს პირადად, ვერა?

თურმე ჩარკვიანის მუსიკა გაჟღერებულა აქციაზე და მის შემოქმედებას პოლიტიკურ ომებში ნუ ურევთო!

დარწმუნებული ვარ, ირაკლი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქციაზე იდგებოდა - გიტარით ხელში!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×