რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) რამდენიმე დღის წინ ანტირუსული აქციისთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო, რუსეთში მოასპარეზე ორი ქართველი მორაგბე დასაჯეს. საბა ილურიძესა და რეზი ბროძელს კლუბმა „სლავამ" კონტრაქტი შეუწყვიტა.

რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან მას შემდეგ გაუშვა, რაც მათ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს.

მომხდარიდან მალევე იმ ცნობილი ლელოს ავტორმა, რეზი ბროძელმა პირველი კომენტარი adjarasport.com-თან გააკეთა:

"მათ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ამბობენ, რომ პოლიტიკა სპორტთან არაფერ შუაშია, თუმცა, როგორც ხედავთ, სინამდვილეში, ასე არ ფიქრობენ. მე ჩემს ერს და ხალხს გამოვუცხადე სოლიდარობა. ასე მოვიქცეოდი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, თუ ამის შანსი მომეცემოდა... რუსეთის რაგბის ფედერაციაში ეს ჟესტი ძალიან მძაფრად მიიღეს და 2 წლის ბავშვებივით გაიბუტნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×