რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) გლდანის აუზის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. გია წოწორიას თქმით, 9 ივნისს სამსახურის უფროსმა ყველას განუცხადა, რომ გათავისუფლებაზე განცხადება დაეწერათ, 1 ივლისს კი ხელმეორედ დააწერინებდნენ განცხადებას სამსახურში აღდგენაზე, თუმცა პირველ ივლისს წოწორიას განუცხადეს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

წოწორია ამას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია გლდანის აუზის ახალი დირექტორის, „ოცნების" წევრი გივი ჩხარტიშვილის მხრიდან:

"მოვიდა ახალი დირექტორი და განგვიცხადა ყველას, რომ დაგვეწერა განცხადება განთავისუფლებაზე. დავწერეთ 9-ში და გვითხრა პირველ ივლისს დაგაწერინებთ თავიდან განცხადებას რომ აღდგეთ ყველანიო. მოვიდა პირველი ივლისი და მითხრა, რომ მე თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან. გივი ჩხარტიშვილს არ ვატყობდი იმიტომ რომ არის ქართული ოცნების წევრი, ჩვენის აზრით და როგორც მე ვესწრებოდი აქციებს 20 ივნისიდან დღემდე, არ უნდოდა არ ვატყობდი ვყოფილიყავი მოწინააღმდეგე მხარე. პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი ვარ,"- განაცხადა გია წოწორიამ "რუსთავი 2"-თან საუბარში.

გლდანის საცურაო აუზის დირექტორი გივი ჩხარტიშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მან უბრალოდ წოწორიას მიერ დაწერილი განცხადება დააკმაყოფილა სამსახურიდან წასვლის შესახებ.

"ქართული ოცნების" წევრი ვიყავი 2012 წლიდან და ვარ, მაგრამ მე ბატონი გია შესახებ ფიზიკურად ვერ მექნებოდა ინფორმაცია ის რა პოლიტიკური შეხედულების ადამიანია, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსურდი. განცხადება აქვს 9 ივნისს დაწერილი და მე შესაბამისად მისი განცხადება დავაკმაყოფილე, რომ ბატონი გია წასულიყო თავის თხოვნის საფუძველზე სამსახურიდან."-განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა "რუსთავი 2"-თან .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×